ახალი ანტიმიკრობული ფორმულა

გლიცინისა და წყალბადის ზეჟანგის ანტიმიკრობული ხსნარი

GlyPerA - ანტიმიკრობული სავლები მოქმედების ფართო სპექტრით ეფექტურად ანადგურებს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს


GlyPerA არის სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული ანტიმიკრობული სავლები მოქმედების ფართო სპექტრით, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ დაცვას მიკრობებისგან. გლიპერას რეგულარულ გამოყენებას მინიმუმამდე დაჰყავს ჰაერწვეთოვანი ინფექციებით დაავადების რისკი.


GlyPerA შედგება წყალბადის ზეჟანგისა და გლიცინისგან. წყალბადის ზეჟანგი ანადგურებს მიკრობებს (ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს), ხოლო გლიცინი ანეიტრალებს წყალბადის ზეჟანგის მავნე ზემოქმედებას ადამიანის უჯრედებზე. გლიპერას უნიკალური, ინოვაციური ფორმულაცია ხდის წყალბადის ზეჟანგის გამოყენებას უსაფრთხოს!

გლიპერა წარმოდგენილია ორი სავლები პროდუქტის სახით:


GlyPerA პირ-ხახის სავლები, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ჰაერწვეთოვანი ინფექციებით დაავადების რისკი. ხსნარი განკუთვნილია პირის ღრუსა და ყელში გამოვლებისათვის და აქვს ნეიტრალური გემო.

GlyPerA პირის ღრუს სავლები მენთოლის არომატით, გამოირჩევა ანტისეპტიკური თვისებებით, რომელიც უნარჩუნებს კბილებსა და ღრძილებს სისუფთავესა და სიჯანსაღეს. მენთოლის არომატი კი განიჭებთ სიგრილისა და ხანგრძლივი სისუფთავის შეგრძნებას.

შეძენა

პირ-ხახის სავლები 300 მლ

ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციების პროფილაქტიკა:

კოვიდ-19, სეზონური გრიპი, ადენოვირუსული ინფექცია და სხვა

პირის ღრუს სანაცია სამედიცინო მანიპულაციების წინ:

სტომატოლოგია, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები, ყბა-სახის ქირურგია და სხვა

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება

გლიპერას სავლები დოზის (10-20 მლ.) უნებლიე გადაყლაპვა არ არის საშიში ადამიანის ორგანიზმისთვის. გლიპერა განკუთვნილია ადგილობრივი მოქმედებისთვის და მისი დალევა არ არის რეკომენდირებული

არ შეიცავს ალკოჰოლს! ვეგანური!

ჩამოტვირთე
მოხმარების წესი
შეძენა

პირის ღრუს სავლები მენთოლით 300 მლ

ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციების პროფილაქტიკა:

სეზონური გრიპი, ადენოვირუსული ინფექცია, კოვიდ-19 და სხვა

სტომატოლოგიაში გამოიყენება:

გინგივიტების, პაროდონტიტების, პერიიმპლანტიტების, ღრძილის პათოლოგიური ჯიბის, სხვა სახის ღრძილის დაზიანებების დროს

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება

გლიპერას სავლები დოზის (10-20 მლ.) უნებლიე გადაყლაპვა არ არის საშიში ადამიანის ორგანიზმისთვის. გლიპერა განკუთვნილია ადგილობრივი მოქმედებისთვის და მისი დალევა არ არის რეკომენდირებული

არ შეიცავს ალკოჰოლს! ვეგანური!

პატენტი წარმოებაშია: PCT/GE2021/05007, AP 2020 15488

სიახლე

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გლიპერამ წარმატებით გაიარა ევროპული რეგისტრაციის პროცესი. მიღებული საბაზრო ავტორიზაციის შედეგად, სულ მალე გლიპერას სავლები ხელმისაწვდომი იქნება ევროპის 27 ქვეყნის მოსახლეობისათვის.

ეპიდემიოლოგები, ექსპერტები და ექიმები გლიპერას შესახებ



გამოიყენეთ რეგულარულად, როგორც ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენური პროდუქტი, ასევე, როგორც პრევენციული საშუალება გრიპების სეზონსა და მწვავე რესპირაციული ინფექციების აფეთქების დროს.

თუ თქვენ მოხვდით ხალხმრავალ ადგილას (სამსახურში, ტრანსპორტში, კვების ობიექტზე, ღონისძიებებზე, სხვა შეკრებებზე და ა.შ), ან გქონდათ ახლო კონტაქტი შესაძლო ვირუსით ინფიცირებულ პირთან, რაც შეიძლება მალე გამოივლეთ გლიპერა, რათა დროულად გაანადგუროთ ვირუსები, რომელიც შესაძლოა თქვენს პირ-ხახაში მოხვდნენ.

გლიპერას სავლები სასურველია გამოიყენოთ შესაძლო კონტაქტიდან რაც შეიძლება მალე, უმჯობესია არაუგვიანეს 3-4 საათისა. რეკომენდირებულია გლიპერას გამოყენება დღეში 2-4 ჯერ, ამასთან სასურველია ბოლო გამოვლება მოხდეს ძილის წინ.

ვირუსის გარკვეული რაოდენობა შესაძლოა ნიღაბსა და სახის შორის არსებული ღრიჭოთი მოხვდეს პირ-ხახაში

გლიპერა უნდა გამოივლოთ პირის ღრუში და ყელში ღარღარით. ღარღარი არის ყელში სითხის ხმაურიანი გამოვლება ისე რომ სითხე არ გადავიდეს საყლაპავ მილში.

გლიპერას გამოვლების შემდეგ სითხე უნდა გადმოანერწყვოთ. (არ გადაყლაპოთ)

გლიპერას გამოვლება შეიძლება იმ ასაკიდან,
როდესაც ბავშვს შეუძლია ხსნარის გადაყლაპვის გარეშე სწორად ჩაატაროს
ღარღარით გამოვლების პროცედურა.

ნიღბის გამოყენება
სრულად ვერ გამორიცხავს
ინფიცირების რისკს

დაცული უნდა იქნას
პირადი ჰიგიენის
ყველა წესი

დაცული უნდა იქნას
ღარღარით გამოვლების
პროცედურა

გამოვლების შემდეგ
სითხე გადმონერწყვებული
უნდა იქნას

სასურველია
გლიპერას გამოვლება
ძილის წინ

კოვიდ-19 ეპიდემიასთან ბრძოლისას ვაქცინასთან და ნიღაბთან ერთად
GlyPerA™ არის
ინფექციისგან დაცვის დამატებითი ეფექტური საშუალება