
Bootcamp განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს დამწყები IOS ჯუნიორ დეველოპერი.
იმისათვის, რომ მოხვდე აღნიშნულ კურსზე, საჭიროა:
- გაიარე რეგისტრაცია.
- გადაიხადე პირველადი შენატანი 250 ლარი.
- გასაუბრებას ჩვენ ჩაგინიშნავთ.
Bootcamp ის დასრულების შემდეგ, გეცოდინება:
** როგორ იმუშაო Xcode IDE გარემოში
** Swift პროგრამირების ენა
** როგორ შექმნა iPhone, iPad, iwatch აპლიკაციები
** როგორ გატესტო აპლიკაციები შესაბამის მოწყობილობებზე
** როგორ განათავსო აპლიკაციები App Store -ზე
კურსს გაუძღვება: ნიკა კირკიტაძე,
სტუდენტებთან ასევე Bootcamp ის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს მენტორი - Feedback და რეკომენდაციების მისაცემად.
ღირებულება : 2750 ლარი. ( ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 10% ფასდაკლება, ან შესაძლებელია თანხის გადანაწილება 3-4 ეტაპად ).
დაწყების თარიღი : 2023 წლის 10 ოქტომბერი
ხანგრძლივობა : 5 თვე, ჯამში 120 საათი, კვირაში 3 დღე ( დისტანციურად ).
Bootcamp-ის მიზანია, გასწავლოს Swift პროგრამული ენის საფუძვლები, IOS დაპროგრამების ძირითადი მახასიათებლები, თუ როგორ განსაზღვრო აპლიკაციების არქიტექტურა და ტექნიკური გადაწყვეტილებები, დასახო ამოცანები, ჩაატარო კვლევა და განსაზღვრო რა სახის რესურსებია საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად.
Bootcampს ბოლოს გექნება ცოდნა თუ როგორ შექმნა მცირე და საშუალო ზომის აპლიკაციები, სადაც ლოგიკურად იქნება იმპლემენტირებული სხვადასხვა პრაქტიკული ამოცანები.
Bootcampს წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, გექნება გამზადებული პორტთფოლიო და მზაობა, გაიარო ტექნიკური გასაუბრება პარტნიორ Tech კომპანიაში.